ყირიმის ხიდზე თავდასხმები რეგულარული იქნება - ბუდანოვი

გამოქვეყნდა:

ყირიმის ხიდზე თავდასხმები, რომელიც რუსებმა უკანონოდ ააშენეს, რეგულარული იქნება - აცხადებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი The War Zone-თან ინტერვიუში.

"საკითხი ის არ არის, შევუტევით თუ არა ხიდს. ჩვენ ამას რეგულარულად ვაკეთებთ, ასე რომ ბოლომდე მივხედავთ. ეს მხოლოდ დროის საკითხია“, - აღნიშნა ბუდანოვმა.

ამასთან, დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი დარწმუნებულია, რომ პუტინი ამას ვერანაირად ვერ შეუშლის ხელს-  ”ის კვლავ განაწყენდება. რა ქნას?“ - უპასუხა ბუდანოვმა კითხვაზე, რას გააკეთებს პუტინი ხიდზე თავდასხმების საპასუხოდ.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი