
გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაში ნიკოპოლის რაიონი დაბომბა, რის შედეგადაც 25 წლის კაცი დაშავდა.
როგორც დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი ლისაკი ამბობს, დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა მძიმეა.
ლისაკის თქმით, ნიკოპოლში დაზიანდა უნივერმაღის შენობა და საბავშვო ბაღი. ჩერვონოგრიჰორივსკის თემში კი ოკუპანტების ჭურვებმა 4 კერძო სახლი, ავტომობილი და ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანეს.
რუსეთის ჯარებმა შეუტიეს მირივსკასა და პოკროვსკის სოფლის თემებს, თუმცა თავდასხმის შედეგები ჯერჯერობით ცნობილი არაა.