გასულ დღეს რუსეთთან 20-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში რუსეთთან 20-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა. უწყების თქმით, ოკუპანტებმა 5 სარაკეტო და 57 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ასევე, 38 თავდასხმა სარაკეტო ზალპური სისტემებიდან.

"რუსი ოკუპანტები აგრძელებენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის იგნორირებას და ბომბავენ არა მხოლოდ უკრაინის ჯარების პოზიციებს, არამედ დასახლებული ტერიტორიების სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ატერორებენ მშვიდობიან მოსახლეობას. გუშინ რუსეთის ფედერაციამ უკრაინას "შაჰიდის" ტიპის კამიკაძე დრონებით დაარტყა. საბრძოლო მოქმედებების შედეგად, საჰაერო თავდაცვამ 15 "შაჰიდიდან" 14 გაანადგურა," - ნათქვამია გენშტაბის დილის ანგარიშში.

უწყების თქმით, უკრაინული ძალები აგრძელებენ თავდაცვას უკრაინის აღმოსავლეთით და სამხრეთით, შეტევითი ოპერაციებია მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებით. ისინი  ეტაპობრივად ათავისუფლებენ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს.

გენშტაბის ინფორმაციითვე, უკრაინის 70-ზე მეტი დასახლება საარტილერიო ცეცხლის ქვეშ იყო. მათ შორის, ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპორიჟიესა და ხერსონის ოლქები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი