საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძისა და ზვიად კუპრავას პროცესი მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

გლდანში მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებული ოპოზიციონერები წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სასამართლოში გადაიყვანეს - ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძისა და ზვიად კუპრავას პროცესი მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულ პოლიტიკოსებს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევას ედავება.

პარალელურად, საქალაქო სასმართლოსთან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და დაკავებულების მეგობრები იკრიბებიან. ცნობილია რომ მათ ნაწილს პროცესზე დასწრების საშუალებას არ აძლევენ და ეუბნებიან, რომ სხდომათა დარბაზში "ადგილი არ არის".

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი