ნიკა მელიასა და დაკავებული ოპოზიციონერების პროცესი გადაიდო

გამოქვეყნდა:

ნიკა მელიასა და დაკავებული ოპოზიციონერების პროცესი გადაიდო. მორიგი სხდომა 23 ოქტომბერს, 13:00 საათზე გაიმართება. 

ამ წუთებში მედიასთან კომენტარს ნიკა მელია აკეთებს. "წარმოუდგენელია, თუკი ვინმეს კიდევ ჰქონდა ილუზია, რომ ამ ხელისუფლებისგან რამე გამოვა, ჩვენ ამ ხელისუფლებას ვერ გადავაქცევთ დემოკრატიულ ხელისუფლებად," - ამბობს მელია.

"წარმოუდგენელია, თუკი ვინმეს კიდევ ჰქონდა ილუზია, რომ ამ ხელისუფლებისგან რამე გამოვა, ჩვენ ამ ხელისუფლებას ვერ გადავაქცევთ დემოკრატიულ ხელისუფლებად, ჩვენი ამოცანა არ არის, რომ ეს ხელისუფლება გავხადოთ დემოკრატიული," - აცხადებს მელია.

ცნობისთვის, ნიკა მელიასა და დაკავებული ოპოზიციონერების პროცესი 23 ოქტომბრამდე გადაიდო. შეგახსენებთ, ენმ-ის სამი წევრი, გლდანში მას შემდეგ დააკავეს, რაც ისინი ნაცემი თანაგუნდელის, თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ირაკლი ეძგვერაძის მოსანახულებლად მივიდნენ. შსს-ს ცნობით, ენმ-ის წევრები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები, თუმცა პარალელურად, უწყებას სისხლის სამართლის გამოძიება აქვს დაწყებული, პოლიციელზე თავდასხმის მუხლით. 

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი