რუსული პოლიტიკის ფასი | რატომ არ უერთდება "ოცნების" ხელისუფლება საერთაშორისო სანქციებს

გამოქვეყნდა:

რატომ არ უერთდება საქართველო სანქციებს - "ქართული ოცნების" პასუხია, რომ მთავარია ეკონომიკური ზრდა. რატომ არ აწესებს საქართველო სავიზო რეჟიმს რუსეთის მოქალაქეების მასობრივი მიგრაციის შესაკავებლად - "ოცნების" პასუხი ისევ ეკონომიკური ზრდაა. რატომ ესაუბრება ოკუპანტ რუსეთს საქართველო ენის მოჩლექით მაშინაც კი, როცა ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ და აწამებენ. პასუხი "ქართულ ოცნებას" ყველა შემთხვევაში აქვს და, როგორც წესი, ის დაკავშირებულია ეკონომიკის ზრდასთან და თითქოს რიგითი მოქალაქეების მდგომარეობის გაუმჯობესებასთან.

მაგრამ გასულ კვირას ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ ამ შემთხვევაშიც კი "ოცნების" ხელისუფლება იტყუება, რადგან ის არაფრად დაგიდევს არც ეკონომიკას, და არც მისი მოქალაქეების კეთილდღეობას. ის უბრალოდ იმას აკეთებს, რაც რუსეთს ესიამოვნება! მართლია ამას თვითონ არგაღიზიანებას ეძახიან, მაგრამ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება.

გასული კვირის განმავლობაში უპრეცედენტო რამ მოხდა - საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსანი, ივანიშვილის გარემოცვის სანდო წევრი, პრკურატურისა და სასამართლოს არაფორმალური მაკონტროლებელი, და საარჩევნოდ "ქართული ოცნების" მთავარი ხაზინადარი - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამხილა რუსულ ეფ-ეს-ბე-სთან კავშირში, და დაასანქცირა.

კრემლის აგენტობაში მხილებული ფარცხალაძის მილიონების გადასარჩენად კი "ქართულმა ოცნებამ" მთელი ქვეყანა დადო სანქციების სასწორზე და გარიკსა თითეული ჩვენგანის კეთილდღეობა, ჩვენი შვილების მომავალი და ჩვენი ფული. და ამხელა რისკზე წავიდა ერთადერთი მიზნით, გადაერჩინა ეფ-ეს-ბეს აგენტობაში მხილებული ოთარ ფარცხალაძე. ხელისუფლების ამ რუსულ პოლიტიკას კი თავის ფასი აქვს, რომლის გადახდა 
ეროვნული ბანკის სამარცხვინო გადაწყვეტილებით, თავად ფარცხალაძეს კი არა, ჩვენ მოგვიწევს.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი