როგორ აქცია "ოცნებამ" საქართველო რუსული სანქცირებული ნავთობის საექსპორტო ჰაბად | ექსკლუზიური ინტერვიუ სასაზღვრო პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანთან

გამოქვეყნდა:

სულ რაღაც ერთ თვეში, საქართველო უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ელოდება - როგორი იქნება პასუხი ევროკავშირის წევრობაზე ჩვენს განაცხადზე, დამოკიდებულია მხოლოდ იმაზე, რას გააკეთებს საქართველოს ხელისუფლება ამისთვის და რამდენად შეასრულებს 12 რეკომენდაციას.

არანაირი რეკომენდაციის შესრულებას რომ არავინ აპირებს ხელისუფლებისგან, ბოლო დღეებში კიდევ უფრო ნათელი გახდა. და გამოჩნდა, რა მონდომებით ცდილობს ხელისუფლება საქართველოს ევოპული მომავლის საბოტაჟს.

რამდენიმე ათეული ზონდერი ოპოზციის დეპუტატს მიუვარდა ხელკეტებით, სცემეს, დააზიანეს სხვისი ქონება და მოძალადეთაგან არც არვის დაუმლავს, რომ ეს სწორედ პოლიტიკური დაკვეთა და ანგარიშსწორება იყო. მთელს ამ ძალადობაზე პოლიციას რეაგირება არ ჰქონია, სამაგიეროდ ადგილზე ვითარებაში გასარკევავდ მისული ოპოზიციის ლიდერები სამართადლამცველებმა დაიჭირეს, მანქანაში ჩატენეს და სრული 2 დღის განმავლობაში წინასწარი მოთავსების იზოლატორში გამოკეტეს.

გასაგებია, რომ ამ რუსული ძალადობის მიზანიც რუსეთის ინტერსებს ემსახურება - დააზიანოს საქართველოს ევროპული განაცხადი და შესაბამისად, ქვეყნის მომავალიც. ამავე მიზანს ემსახურება რუსეთის აგენტის, ფარცხალაძის დემონსტრაციული განრიდება სანქციებისგან, ამავე მიზანს ემსახურება სანქცირებული ტვირთების საქართველოზე გატარება.

დღეს Post Factum-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში სასაზღვრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი ყვება, როგორ აქცია "ქართულმა ოცნებამ" საქართველო რუსული სანქცირებული ნავთობის საექპორტო ჰაბად.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი