მაკრონის თქმით, საფრანგეთი ნიგერში დიპლომატიურ და სამხედრო მისიებს ასრულებს

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ქვეყანა ნიგერში დიპლომატიურ და სამხედრო მისიას ოფიციალურად ასრულებს. მისივე თქმით, ფრანგული სამხედრო კონტიგენტი და საფრანგეთის საელჩო ნიგერს უახლოეს პერიოდში დატოვებს.

"დღეს შუადღისას ველაპარაკე პრეზიდენტ ბაზუმს... საფრანგეთმა გადაწყვიტა გამოიწვიოს თავისი ელჩი და შეწყვიტოს სამხედრო თანამშრომლობა ნიგერთან", - თქვა მაკრონმა.

შეგახსენებთ, რომ ნიგერი, რომელიც მდიდარია ურანით, დასავლეთის მთავარი მოკავშირე იყო საჰელში ჯიჰადისტური ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და საფრანგეთსაც და აშშ-საც იქ ამ დრომდე სამხედრო ბაზები აქვთ განთავსებული.

მას შემდეგ, რაც მალის სამხედრო ლიდერებმა 2021 წელს რუსი ვაგნერის დაქირავებულ მებრძოლებთან პარტნიორობა არჩიეს, საფრანგეთმა თავისი რეგიონული ანტიტერორისტული ოპერაციების ცენტრი ნიგერში გადაიტანა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი