"ოცნების" მთავარი პარტნიორი არჩევნების შემდეგ "პატრიოტები", შავ სიასი - "ენმ" და "ლელო" - არველაძის ინიციატივა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება", საპარალმენტო არჩვენების შემდეგ მთავარ პარტნიორად "პატრიოტთა ალინსს" ასახელებს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მოლაპარკებას "ევროპულ საქართველოსთანაც" არ გამორიცხავს.

ამის შესახებ განცხადება, "ქართული ოცნების" დეპუატატმა, რეზო არველაძემ გააკეთა და ოპოზიციის ის ნაწილიც დაასახელა, ვისთანაც ივანშვილის გუნდი არ ითანამშრომლებს.  ე.წ შავ სიაში, "ნაციონალური მოძრაობა" და "ლელო" მოხვდნენ.

რეზო არველაძე "მთავართან" სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ ეს მისი პირადი აზრია და გუნდში ამაზე ლაპარაკი არ ყოფილა.

რაც შეეხება "ოცნების" ლიდევ ერთ წევრს, გია ვოლსკი ამბობს, რომ ამ ეტაპზე არც ერთ პარტიასთან მათ შორის არც "პატრიოტთა ალიანსთან თანამშრომლობა" არ განიხილება და "რაზე საუბრობს არველაძე არ იცის".

რეზო არველაძის განცხადებას "ევროპული საქართველოს" წევრი, გიგა ბოკერია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათი პარტია ივანიშვილთან და ოცნებასთან თანამშრომლობას კატეგორიულად გამორიცხავს.

ივანიშვილი მისი პერსონიდან გამომდინარე არის საფრთხე საქართველოს მომავლისთვის. დანარჩენ ოპოზიციასთან თანამშრომლობას კი, არა თუ გამოვრიცხავთ, არამედ  საზოგადოების დაკვეთაა, რომ კოალიცია შედგეს _ ამბობს გიგა ბოკერია.

"ნაციონალურ მოძრაობაში" არველაძის ინიციატივასთან დაკავშირებით ამბობენ, რომ "ევროპული საქართველოს" მხრიდან, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები, მმართველმა გუნდა საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენა.
 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი