ზურაბიშვილის არგუმენტი აბსურდულია, ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შენარჩუნება მას პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს - ვაშაძე

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლითაც მან ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა "მიზანშეუწონლად" მიიჩნია.

ვაშაძის თქმით, აშშ-ის მიერ სანქცირებული ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შენარჩუნება მას პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს. ის პრეზიდენტის არგუმენტებს "აბსურდულსა" და "ტყუილს" უწოდებს.

"ფარცხალაძე არის რუსეთის აგენტი ჯაშუში და ის მხილებული არის აშშ-ის მხრიდან. შესაბამისად, მისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა, ვფიქრობ, არის ჩვენი ეროვნული ინტერესების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი საკითხი. არგუმენტი, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან არის ტყუილი არგუმენტი, პირდაპირ ვიტყვი, რომ რაღაცა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში უფრო მაგრად მიეცემა, თუ საქართველოს მოქალაქეა, ვიდრე რუსეთის მოქალაქე. სისხლის სამართლის კოდექსი არ განასხვავებს, როცა საუბარია ჯაშუშურ და აგენტურულ საქმიანობასთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეა ადამიანი, რუსეთის თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქე. ამიტომ, ეს არგუმენტი არის აბსურდული. უფრო მეტიც, ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება მას პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს როგორც საქართველოს შიგნით, ასევე საქართველოს გარეთ. [...]

ქალბატონო სალომე, ეხლა თქვენ ჩამოყალიბდით, თქვენ ხართ ჯაშუში ფარცხალაძის მცველებს შორის, როგორც არის "ქართული ოცნების" მთელი დაჯგუფება თუ ხართ საქართველოს ინტერესების მხარეს. ეს არის გადამწყვეტი საკითხი. აბსურდი და სისულელეა ყველა არგუმენტი ეხლა, რაც თქვენ მოგაქვთ, არის დიდი ტყუილების კასკადი," - ​განაცხადა ვაშაძემ ბრიფინგზე.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი