"აზიმუტი" აცხადებს, რომ მოსკოვიდან ბათუმისა და სოჭიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს იწყებს

გამოქვეყნდა:

რუსული ავიაკომპანია "აზიმუტის" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ კომპანია მოსკოვიდან ბათუმის მიმართულებით, ასევე სოჭიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს იწყებს. 

საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ფრენები "ვნუკოვოს" აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით 9 ოქტომბრიდან დაიწყება, სოჭიდან თბილისის მიმართულებით კი 11 ოქტომბრიდან.

რუსული კომპანიის ცნობით, სოჭი-თბილისი-სოჭის რეისები ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება, მოსკოვი-ბათუმი მოსკოვის მიმართულებით კი ორშაბათს და ხუთშაბათს.

"აზიმუტმა" საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 15 მაისს მიიღო. კომპანია მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით, კვირაში შვიდი სიხშირით დაფრინავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი