რუსმა ოკუპანტებმა ბერისლავი დაბომბეს - არიან დაღუპულები და დაშავებულები

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა დღეს დილით უკრაინის ქალაქ ბერისლავში საავიაციო ბომბი ჩამოაგდეს, რის შედეგადაც სულ მცირე ერთი პირი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. 

როგორც ხერსონის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინიმ განაცხადა, თავდასხმის შედეგების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება და ნანგრევების ქვეშ ადამიანებს ეძებენ. 

თუმცა, ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რუსულმა ავიაციამ ქალაქის თავზე 4 ბომბი ჩამოაგდო. ერთ-ერთი მათგანი საბინაო მოვლის ოფისის შენობას დაეცა. კიდევ ერთმა ბომბმა კი საცხოვრებელი კორპუსი გაანადგურა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი