5 ოქტომბერს ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი ერთმანეთს შეხვდებიან

გამოქვეყნდა:

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, არმენ გრიგორიანი ადასტურებს, რომ 5 ოქტომბერს, გრანადაში სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ერთმანეთს შეხვდებიან. 

მდივანი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის მოსამზადებლად. ცნობილია, რომ შეხვედრაში მონაწილეობას საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი და ევროსაბჭოს ხელმძღვანელი მიიღებენ.

17 სექტემბერს ფაშინიანმა განაცხადა, რომ გრანადაში გამართულ შეხვედრაზე აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელი არ მოეწერება. ერევანი იმედოვნებს, რომ მშვიდობას ბაქოსთან წლის ბოლომდე მიაღწევენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი