"იმდენად აემღვრა თავისი პოზიციები პრეზიდენტს და იმდენად აიხლართა ამაში, ყველაფერში, რომ მართლაც უჭირს უკვე ესაუბროს საზოგადოებას კონკრეტულ მოტივაციასთან დაკავშირებით. ამით, რა თქმა უნდა, ნებისმიერი მისი განცხადება, პრაქტიკულად, დღითიდღე სულ უფრო და უფრო ნაკლებად სანდო ხდება. როგორც ჩანს, სურვილი აქვს, რომ რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს მიზეზი ყალბი ბრალდებების წარმოსადგენად ოპოზიციის მხრიდან. როგორც ჩანს, ეს ასეა. ყოველ შემთხვევაში, შედეგი ასეთია. ამას გამიზნულად აკეთებს თუ ეს შემთხვევით გამოსდის, ეს ჩემი გასარკვევი და გასარჩევი ნამდვილად არ გახლავთ, მაგრამ ფაქტი სწორედ ასეთია და პრეზიდენტსაც, რა თქმა უნდა, მოუწევს, რომ ასეთ გარემოებებს ანგარიში გაუწიოს."
განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ.