
უკრაინის სპეციალური ოპერაციების სამსახურის (ССО) ინფორმაციით 22 სექტემბერს, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად შავი ზღვის ფლოტის მეთაური, ვიცე-ადმირალი ვიქტორ სოკოლოვი მოკვდა.
უწყება ამბობს, რომ ჯამში ლიკვიდირებულია 34 ოფიცერი.
"კიდევ 105 ოკუპანტი დაიჭრა. შტაბის შენობის აღდგენა შეუძლებელია", - აღნიშნულია განცხადებაში.
მათივე ცნობით, რუსეთის სადესანტო გემი "მინსკი" მეორე დღეს უნდა წასულიყო საბრძოლო მორიგეობაზე, ამიტომ მასზე პირადი შემადგენლობა იმყოფებოდა. გემ "მინსკზე" იერიშის შედეგად 62 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
ცნობისთვის, 22 სექტემბერს ნაშუადღევს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დროებით ოკუპირებულ სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინას შეუტიეს. იხილეთ ასევე: