"შავი ფული" პოლიტიკურ რეკლამაში - Facebook-მა საქართველოში რეკლამების ბიბლიოთეკა აამოქმედა

გამოქვეყნდა:

Facebook- მა რეკლამების ბიბლიოთეკა საქართველოშიც აამოქმედა.
იმ შემთხევაში, თუ სოციალურ ქსელში, მითითებული არ არის ვინ ასპონსორებს პოლიტიკურ რეკლამას, ის გვერდიდან მოიხსნება.

ორგანიზაცია "სამართლიანმა არჩევნებმა", დასპონსორებული რეკლამების შესწავლა უკვე რამდენიმე დღეა დაიწყო.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების" იურისტის, ნინო რიჟამაძის თქმით,  სწორედ ამ წესების დარღვევის გამო, პოლიტიკური რეკლამების ნაწილი  აგვისტოს დასაწყისიდან ამოღებულია Facebook-დან.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძე წინასაარჩევნოდ იმ "შავ ფულზე" საუბრობს, რომლის დეკლალირებაც არ ხდება და ამბობს, რომ
ერთ-ერი სფერო სადაც ეს ფული უკონტროლოდ იხარჯება, სოციალური ქსელია.

სოციალურ ქსელში რეკლამების საკითხზე ოპოზიციაშიც საუბრობენ და ამბობენ,  რომ მნივნელოვანია გამჭირვალე იყოს ვინ აფინანსებს ამ საარჩევნო რეკლამებს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი