აშშ-მ რუსული კომპანიები დაასანქცირა | სიაშია ტიტანის უმსხვილესი მწარმოებელი VSMPO-AVISMA

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული კომპანიები დაასანქცირა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

არსებული ინფორმაციით, საექსპორტო შეზღუდვები დაწესდება 5 რუსული კომპანიის წინააღმდეგ. მათ შორისაა VSMPO-AVISMA, რომელიც მსოფლიოში ტიტანის უმსხვილესი მწარმოებელია.  

ამავდროულად, აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა საქსპორტო შეზღუდვები დაწესდა გერმანიის, ჩინეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ომანის, პაკისტანისა და ფინეთს  23 ორგანიზაციაზე. 

აღნიშნული კომპანიები აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ან საგარეო პოლიტიკის ინტერესებს ეწინააღმდეგებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი