ფარცხალაძე ისევ საქართველოს მოქალაქეა | როგორ განმარტავს პრეზიდენტი გადაწყვეტილებას

გამოქვეყნდა:

რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში მხილებული ოთარ ფარცხალაძე კვლავ თავისუფალია და საქართველოს მოქალაქეობასაც ინარჩუნებს. ყოფილი მთავარი პროკურორის დასანქცირებიდან 12 დღე გავიდა, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ჩქარობს. ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ოთარ ფარცხალაძე გამოიკითხა და ამით "ქართული ოცნებისთვის" საკითხი ამოწურულია.

სამაგიეროდ, მმართველ უმრავლესობას პრეტენზიები აქვს სახელმწიფოს მეთაურთან. სალომე ზურაბიშვილი კვლავ კრიტიკის მთავარი ობიექტია, რომელსაც გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე შეუნარჩუნოს ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა, ოპოზიციის მხრიდანაც არაერთგვაროვანი შეფასებების მიზეზი გახდა. 
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი