იმპიჩმენტის სასამართლო პროცესი 3 ოქტომბერს დაიწყება. საკონსტიტუციო სასამართლომ დანიშნა სხდომა, რომელზეც საქართველოს მთავრობამ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საბოლოო არგუმენტები უნდა წარადგინოს. თუმცა, ამ პროცესის მთავარი ინტრიგა არ არის მისი სამართლებრივი მხარე. ყველა ხვდება, რომ იმპიჩმენტის საფუძველი მხოლოდ ფორმალურია და "ქართული ოცნება" პოლიტიკურ შურისძიებას ახორციელებს.
ახლა მთელი ყურადღება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისკენ არის მიმართული. 9 მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა უზენაესი კანონი, და გადაწყვეტილების მოსაღებად 9-დან 6 ხმაა საჭირო. ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება თვად მოსამართლეების პოლიტიკური ბმა ქვეყნის ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებთან.