სახდეპმა პოლონეთს თავდაცვისუნარიანობის მოდერნიზაციისთვის 2 მლრდ დოლარის სესხი გადასცა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პოლონეთს  თავდაცვისუნარიანობის მოდერნიზაციისთვის ორი მილიარდი დოლარის ოდენობის სესხი გადასცა - ინფორმაციას სახდეპზე დაყრდნობით უცხოური მედია ავრცელებს.

''პოლონეთი შეერთებული შტატების ერთგული მოკავშირეა და მისი უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია NATO_ს აღმოსავლეთი ფლანგის კოლექტიური თავდაცვისთვის'', - ნათქვამია სახდეპის განცხადებაში. 

სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე აღნიშნა, რომ ''პოლონეთმა, თავდაცვის სფეროში მნიშვნელოვანი ინვესტიციების მეშვეობით, აჩვენა თავისი ურყევი ვალდებულება რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერებისკენ''.

პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელ მარიუშ ბლაშჩაკის თქმით, პოლონური არმიისთვის 486 HIMARS-ის გადაცემა HOMAR-A-ის პროგრამის ნაწილია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი