გერმანიაში დააკავეს 3 პირი, რომელმაც ქართველ ცოლ-ქმარზე არასრულწლოვანი შვილების თვალწინ იძალადა

გამოქვეყნდა:

გერმანიაში დააკავეს 3 პირი, რომელმაც ქართველ ცოლ-ქმარზე არასრულწლოვანი შვილების თვალწინ იძალადა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა ივნისში, ბერლინის ერთ-ერთ პარკში მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, წყვილი პარკში 4 და 7 წლის შვილებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც, თავდამსხმელები ქართველ კაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ქალი კი ქმარ-შვილის თვალწინ გააუპატიურეს. 

მედიის ცნობით, პოლიციამ სამი ბრალდებული დააკავა - ცნობილი ხდება, რომ გამომძიებლებისთვის წარსულში ჩადენილი დანაშაულის გამო მათი ვინაოობა ცნობილი იყო - მათ ნარკოტიკების გასაღებასთანაც კავშირი ჰქონდათ. 

ცნობილია, რომ მომხდარზე სასამართლო პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი