
ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საუბრობს და ხელისუფლებას გამჭვირვალე, თავისუფალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს. კუბილიუსი, ბელარუსის მოვლენების კონტექსტში ამბობს, რომ "ავტორიტარიზმი სრულდება" და დემოკრატიის მეოთხე ტალღა ვრცელდება ყველგან:
ერთი რამ ცხადია, რომ ავტორიტარიზმი სრულდება და ეს მოდის ბელარუსიდან. დემოკრატიზაციის მეოთხე ტალღა ვრცელდება ყველგან, ბელარუსიდან - ხაბაროვსკამდე
და დიახ, რა თქმა უნდა, მოახლოებული არჩევნები საქართველოში მნიშვნელოვანია;სამყაროში დღეს ასეთი რეალობა გვაქვს, რომ ადამიანები უფრო იოლად იმაღლებენ ხმას ავტორიტარული ტენდენციების წინააღმდეგ, მიტაცებული ძალაუფლების და გავლენების წინააღმდეგ, ამიტომ საქართველოს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია და ვიმედოვნებ რომ პოზიტიური განვითარება ექნება პროცესებს თქვენთან" ამბობს კუბილიუსი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" საუბრისას.
გავლენიანი ევროპარლამენტარი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, არ გამოიყენოს საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსი და ძალაუფლება.