რუსეთმა ისევ შეუტია ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურას - დაიწვა 6 სატვირთო, 2 მძღოლი დაშავდა

გამოქვეყნდა:

ოდესის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი აცხადებს, რომ ღამით რუსეთმა ისევ შეუტია ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას. დაიწვა 6 სატვირთო მანქანა და დაშავდა 2 მძღოლი. 

თავდასხმა იზმაილის რაიონში მოხდა. დაშავებულთაგან ერთი კლინიკაში გადაიყვანეს, ერთს კი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. 

"დაზიანდა საგუშაგოს შენობა, საწყობები, 30-მდე სატვირთო მანქანა, 6 სატვირთო მანქანა დაიწვა", - დაწერა კიპერმა.

ცნობისთვის, რუსეთი 25 სექტემბრის ღამესაც დაესხა თავს ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურას, დაზიანდა ტერმინალისა და სასტუმროს შენობა, განადგურდა მარცვლეული, დაზიანდა საწყობის შენობები, დაიღუპა 2 ადამიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი