ყარაბაღში, ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად, სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა - დაშავდა 300-მდე

გამოქვეყნდა:

განახლებული ინფორმაციით, ყარაბაღში, სტეფანაკერტის მახლობლად მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა მინიმუმ 290 პირი. 

არსებული ინფორმაციით, შვიდი დაშავებული კლინიკაში დაიღუპა, 13 პირის ცხედარი იდენტიფიცირებული არაა. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება არაერთი მოქალაქე, მათი ადგილსამყოფელისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად სამუშაოები მიმდინარეობს.

ზუსტი მიზეზი, თუ რამ გამოიწვია აფეთქება, უცნობია. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა მოსახლეობა რიგში დგებოდა მანქანებისთვის საწვავის მისაღებად, რათა რეგიონი დაეტოვებინათ და სომხეთში გადასულიყვნენ.

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დაშავებულთა დასახმარებლად ადგილზე სამედიცინო აღჭურვილობა გაგზავნა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი