გვაქვს დოკუმენტები, რომლითაც მტკიცდება, რომ საქართველოს გავლით ყოველდღიურად მიედინება რუსული სანქცირებული ტვირთები - კუპრაძე

გამოქვეყნდა:

დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქცირებული ნავთობის არალეგალურ ექსპორტში ეხმარება - "პოსტ ფაქტუმისა" და "მთავარი არხის" ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ, პარტია "ლელო" დამატებით მტკიცებულებებზე საუბრობს და გამოძიების დაწყებას ითხოვს. 

პარტიის გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ, ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს გავლით რუსული სანქცირებული ტვირთები ყოველდღიურად მიედინება. ირკვევა, რომ სანქცირებული ნავთობი მესამე ქვეყნებში გაყალბებული დოკუმენტებით გაჰქონდათ. 

კუპრაძემ თქვა, რომ დაახლოებით 160 გვერდის მოცულობის დოკუმენტებით მტკიცდება, რომ საქართველოს "ქართულმა ოცნებამ" აქცია შავ ხვრელად და რუსეთისთვის დახმარების წყაროდ.

"ჩვენ ხელთ გვაქვს დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც, ცხადი ხდება, რომ საქართველოს გავლით მიედინება, ყოველდღიურად, რუსული სანქცირებული ტვირთები. მათ შორის, ნავთობი. ეს არის იმ ტანკერების / გემების გადაადგილების ტრაექტორია, მთელი საქართველოს გავლით, მათ შორის, სახმელეთო და საზღვაო ტერიტორიების გავლით. საქართველო მონაწილეობს რუსეთისთვის დახმარების პროცესში. ეს არის ფინანსური და ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერა რის მიხედვითაც, საქართველოს მოსახლეობას იძულებით სვრის უკრაინელების სისხლში, მაგრამ თავად მდიდრდებიან, "ქართული ოცნება" და მათთან დაკავშირებული პოლიტიკოსები - ვანო ჩხარტიშვილები და მისი კლანი, რომელიც ემსახურება შემდეგ "ქართულ ოცნებას" ხელისუფლების შენარჩუნებაში", - თქვა კუპრაძემ.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი