
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა HIMARS-ის სარაკეტო-საარტილერიო სისტემიდან ხერსონის მახლობლად, რუსი ოკუპანტების შტაბ-ბინას დაარტყა. ინფორმაციას უკრაინული მედია SBU-დან წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ზუსტი დარტყმის შედეგად დაიღუპა 70-ე მოტომსროლელი დივიზიის 24-ე მოტომსროლელი პოლკის 8 რუსი ოფიცერი. დაშავდა კიდევ შვიდი.
მედია ოკუპანტების სამეთაურო პუნქტზე მიტანილი სარაკეტო იერიშის ვიდეოკადრებსაც ავრცელებს.