Baza: ოკუპირებულ სევასტოპოლში საჰაერო განგაშის დროს, ბავშვები და კულტურის სასახლის სტუმრები ქუჩაში გამოყარეს

გამოქვეყნდა:

გუშინ, დროებით ოკუპირებულ სევასტოპოლში გამოცხადებული საჰაერო განგაშის დროს, მეთევზეთა კულტურის სასახლის სტუმრები, მათ შორის, ბავშვები ქუჩაში გააძევეს. ეს კი იმით ახსნეს, რომ თავშესაფარი „მხოლოდ თანამშრომლებისთვის“ იყო.

როგორც Baza წერს, 25 სექტემბერს საღამოს სევასტოპოლში განგაში გამოცხადდა, შეჩერდა საზღვაო და სახმელეთო ტრანსპორტი. იმ დროს მცხოვრებთა ნაწილი იმყოფებოდა პავლა კორჩაგინის ქუჩაზე მდებარე მეთევზეთა კულტურის სასახლეში. როდესაც განგაში დაიწყო, მამაკაცმა, რომელმაც თავი სახანძრო უსაფრთხოების ოფიცერად წარადგინა, ყველა სტუმარი გარეთ გაყვანა, მათ შორის ბავშვებიც.

შენობას აქვს თავშესაფარი, მაგრამ მამაკაცმა განმარტა, რომ ის მხოლოდ  თანამშრომლებისთვის იყო განკუთვნილი -"თავშესაფარი გაქვთ თქვენს სახლებში" მიმართა მან ადგილზე მყოფ ვიზიტორებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი