"მთავარი" ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დახმარებით, სოფელ ქვეშში შევიდა - ჰუმანიტარული კატასტროფა საოკუპაციო ხაზთან

გამოქვეყნდა:

ოკუპანტების მიერ მიტაცებული  ზემო არცევი მოსახლეობისაგან იცლება -  სოფელში მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობაა. ვითარება არანაკლებ რთულია ზემო არცევის მოსაზღვრედ მდებარე სოფელ ქვეშში, სადაც  

"მთავარი არხი" დღეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დახმარებით შევიდა.   რუსმა ოკუპანტებმა სოფელ  ქვეშში მავთულხლართები გაავლეს და სალოცავებისა და საძოვრების ოკუპაცია მოახდინეს. ადგილობრივები გაუსაძლის პირობებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ  ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ მაშინ ჩადიან, როცა არჩევნები ახლოვდება და დაპირებებს აძლევენ, რომლებსაც აღარ ასრულებენ.

"თქვენ ხედავთ ხიდს ჩვენ მას ვეძახით ჩატეხილ ხიდს, მაგრამ ის არის ორი  რეგიონის გადაკვეთის  ადგილი.  2019 წელს ხალხს შეეძლო გადაეკვეთა ეს ხიდი, მაგრამ შემდეგ ეს  პროცესი შეწყდა. მთავარი რის გამოც აქ ვართ, მშვიდობის უზრუნველყოფაა. ამ ტერიტორიას სისტემურად ვაკონტროლებთ. აქ ოჯახებს აქვთ  ჰუმანიტარული პრობლემები, რადგან ისინი საკუთარ ტერიტორიაზე ვერ გადაადგილდებიან. ჩვენ მოვედით აქ იმისთვის, რომ ვთქვათ თავისუფალი გადაადგილების აუცილებლობაზე. იცით რომ საკონტროლო გამშვები პუნქტების დაკეტვა სერიოზულ პრობლემას ქმნის ჰუმანიტარული თვალსაზრისით ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რადგან ოჯახები გაყოფილია და ახალგაზრდებს არ აქვთ ინტეგრაციის შესაძლებლობა. აუცილებელია ორივე მხარეს  სურვილი ჰქონდეთ, რომ  მოგვარდნენ"  - ამბობს დიმიტრიოს კარაბალისი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი

დროებით ოკუპირებულ ზემო არცევში ჰუმანიტარული  კრიზისია.  ტერიტორიაზე ვერ შედის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი