სამოქალაქო საზოგადოება ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებისთვის ბრძოლის ახალ ეტაპს იწყებს

გამოქვეყნდა:

ახალი მოძრაობა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. სამოქალაქო საზოგადოება ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებისთვის ბრძოლის ახალ ეტაპს იწყებს. მარტის აქციების შემდეგ ამ დრომდე ლაზარე ერთადერთია დაკავებულებიდან, ვინც დღემდე პატიმრობაში რჩება და ეს პატიმრობა შესაძლოა რამდენიმე წლით გაგრძელდეს. ახალგაზრდას, რომელიც რუსული კანონის მიღებას აპროტესტებდა საგამოძიებო უწყებებმა უკვე 6თითქმის 7 თვეა ბრალი ვერ დაუმტკიცეს და წინასწარი პატიმრობის ვადის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე ხელოვნურად დაამძიმეს მისი მდგომარეობა. ქართული ოცნების ხელისუფლების განკარგულებით ლაზარე გრიგორიადისს ძველ საქმეზე მიუსაჯეს პატიმრობა და ახლა ის ციხეში რჩება.

იხილეთ:


 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი