ხელისუფლება მას სამაგალითოდ სჯის - "დროა" და "გირჩი მეტი თავისუფლება" ლაზარე გრიგორიადისზე

გამოქვეყნდა:

„გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“ განცხადებას ავრცელებენ და კიდევ ერთხელ უცხადებენ მხარდაჭერას ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ, 25 სექტემბერს ოჯახური კონფლიქტის საქმეზე პატიმრობა მიუსაჯა

„გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას სისტემის მიერ მძევლად აყვანილ ლაზარე გრიგორიადისს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გუშინდელმა გადაწყვეტილებამ ოჯახური კონფლიქტის საქმეზე ლაზარე გრიგორიადისთვის წელიწადი და 6 თვე მიესაჯა, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მას სამაგალითოდ სჯის.

ლაზარე გრიგორიადისი რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული მარტის აქციების მონაწილე და ქართველი ახალგაზრდების ევროკავშირისათვის ბრძოლის სიმბოლოა.
მარტის აქციებმა, „ქართული ოცნების“ რუსული მიზნების სრული ლუსტრაცია მოახდინა. ამიტომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ისევ შიშის დათესვით ჩააქროს პროტესტის მუხტი ახალგაზრდა თაობაში, რომელიც არასდროს შეეგუება რუსეთში ცხოვრებას.

სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება ნათლად აჩვენებს საქმის პოლიტიზებულობას და ცინიკურობას. ოჯახური კონფლიქტის საქმე, რომლის დროსაც ლაზარე არასრულწლოვანი იყო, 2 წლის განმავლობაში თაროზე იდო. საქმეზე განაჩენი სწორედ ახლა,  9 თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადის ამოწურვისას, გამოიტანეს. 

ეს ყველაფერი კი ხდება იმ ფონზე, როცა თავად „ქართული ოცნების“ ორგანიზებული ძალადობრივი და რადიკალური ჯგუფების მიერ ჩადენილი არცერთი დანაშაული ბოლომდე არ გამოძიებულა." ნათქვამია პოლიტიკური გაერთიანების განცხადებაში.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიამ საქართველს პრეზიდენტს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისკენ მოუწოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი