კობახიძე და სხვები... - "ოცნების" დესანტი საკონსტიტუციოში, პრეზიდენტის წინააღმდეგ

გამოქვეყნდა:

ქართული ოცნება საკონსტიტუციო სასამართლოში დესანტს აგზავნის. პარტიის ყველაზე ოდიოზური იურისტები - ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, მიხეილ სარჯველაძე, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი- იმპიჩმენტის პროცესს დაესწრებიან. პრეზიდენტზე თავდასხმას რა თქმა უნდა ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. მიზანი ერთია - დაუმტკიცონ სასამართლოს პალატას, რომ სალომე ზურაბიშვილის ევროპული მოგზაურობა და ბრძოლა სტატუსისთვის - ქვეყნის მთავარი კანონის დარღვევაა. თუმცა ეს, პრეზიდენტის წინააღმდეგ მმართველი პარტიის ბრძოლის მხოლოდ ნაწილია. ქართულ ოცნებაში დარწმუნებული არიან, რომ სასამართლო გაიზიარებს მათ პოზიციას და იმის მიუხედავად, რომ იმპიჩმენტისთვის 100 ხმა არ აქვთ დაპირისპირებას მაინც აგრძელებენ - რაც კითხვის ნიშნებს აჩენს.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად დრო 12 ოქტომბრამდე აქვს. ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის შეფასების შემდეგ, პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს. იმპიჩმენტზე კენჭისყრა  ოქტომბრის შუა რიცხვებში გაიმართება.  
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი