ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის სამედიცინო დაწესებულება დაბომბეს.
მათივე ცნობით, დაზიანდა ერთ-ერთი განყოფილების სახურავი, კვების ბლოკი, სამრეცხაო, საქვაბე ოთახი, ავტოფარეხი და სათავსოები.
დაბომბვის შედეგების შესახებ ინფორმაცია ამჟამად ზუსტდება.