ნიკა გვარამია ვილნიუსში ლიეტუვას სეიმის წევრებსა და ქვეყნის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური ტყვეობიდან გათავისუფლებული ნიკა გვარამია ლიეტუვაში იმყოფება. "მთავარი არხის" დამფუძნებელმა შეხვედრები გამართა სეიმის წევრებთან და ევროპარლამენტარებთან ჟიგიმანტას პავილიონისთან, პეტრას აუსტრევიჩუსსა და რასა იუკნევიჩიანესთან.

ნიკა გვარამია შეხვდა ქვეყნის თავდაცვის მინისტრსაც. როგორც ყოფილ პოლიტიკურ პატიმარს, გვარამიას სეიმის დეპუტატები სხდომათა დარბაზში მიესალმნენ. საკანონმდებლო ორგანოს ის ლიეტუველმა პოლიტიკოსებმა წარუდგინეს.

''რა სიმბოლურია, რომ დღეს როდესაც განვიხილავთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ახალი მოსამართლის საკითხს, სტუმრად გვყავს ნიკა გვარამია. ყოფილი პოლიტიკური პატიმარი, რომელიც საქართველოში ციხეში იჯდა სწორედ ადამიანის უფლებების დაცვისა და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისთვის'' - განაცხადა ლიეტუვას სეიმის წევრმა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი