ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან - ყველას გეხებათ ეს, ერთად ვიდგეთ - პიანისტი გიორგი გიგაშვილი

გამოქვეყნდა:

პიანისტი გიორგი გიგაშვილი  მინისტრ თეა წულუკიანის მიერ კონსერვატორიაში არჩევნების გაუქმებას ეხმაურება და მოქალაქეებს მოუწოდებს, ხვალ, 11:00 საათზე კონსერვატორიასთან შეიკრიბონ.

 "ხვალ, 11:00-დან კონსერვატორიასთან. (გრიბოედოვის 8-10) ყველას, ვისაც კონსერვატორიის, საკუთარი და ქვეყნის დამოუკიდებლობა ადარდებს, წუხს და გაბრაზებულია.დაარქვით გინდა აქცია, გინდა ნაცები გვეძახეთ და გინდა გაყიდულები. არაფერი არ მაინტერესებს. და ყველას გეხებათ ეს, ყველა მოდით. ერთად ვიდგეთ. გთხოვთ", - წერს გიორგი გიგაშვილი

 შეგახსენებთ, რომ წულუკიანმა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში არჩევნები გააუქმაამავე ბრძანების დაუყოვნებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი