გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ცნობით, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 2023 წლის 24 აგვისტომდე 9 701 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 17 748 დაშავდა.
თუმცა, ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ რეალური მაჩვენებლები გაცილებით მაღალია - ინფორმაციის მიღება ზოგიერთი ადგილიდან ფერხდება, რადგან ინტენსიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.
მათივე ცნობით დაზუსტებას და დადასტურებას საჭიროებს დონეცკის ოლქის მარიუპოლის, ლუგანსკის ოლქის ლისიჩანსკის, პოპასნაიასა და სევეროდონეცკის მონაცემები, სადაც დაფიქსირდა მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვისა და დაშავების უამრავი შემთხვევა.