საქართველო ვარსკვლავი იყო ნატოსა და ევროკავშირისკენ სწრაფვაში, ვიმედოვნებთ, მომავალშიც იქნება - კუბილიუსი

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებელ ნაწილზე საუბრობს.

ანდრიუს კუბილიუსი ""მთავარ არხთან" ინტერვიუში ამბობს, რომ პოლიტიზირებული მართლმსაჯულება საქართველოს დიდი პრობლემაა და ამაზე არა მხოლოდ ევროპაში, აშშ-იც აქტიურად საუბრობენ:

"შეთანხმება, რომელიც შედგა 8 მარტს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია - მისი ყველა პუნქტი და კონტექსტი სრულად შესრულებული არ არის. ამიტომ ძალიან მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მართლმსაჯულების პოლიტიზირება საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა და ამას არ ვამბობთ მხოლოდ ჩვენ. ეს ითქვა აშშ-ის ძალიან მნიშვნელოვან განცხადებებშიც. ამიტომ ეს ის ადგილია, სადაც ჩვენ საქართველოს ხელისუფლებას დაჟინებით მოვთხოვთ კარგად გაიაზრონ რას ნიშნავს ის გზავნილები რომლებსაც ჩვენ ვგზავნით ან ვახმოვანებთ" ამბობს კუბილიუსი.

​დასავლეთიდან წამოსული გზავნილებისა და გაფრთხილებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დეპუტატი ამბობს რომ "საქართველოს დაკარგავს ბევრს":

"საქართველო ვარსკვლავი იყო ნატოსა და ევროკავშირისკენ სწრაფვაში და სხვა ქვეყნებს თუ შევადარებთ, მათ შორის დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს,  საქართველო იყო პირველი ასოცირების ხელშეკრულების მიღებისას, დღევანდელი სიგნალები კი შეიძლება მოასწავებდეს იმას რომ საქართველო დაკარგავს ბევრს. ეს ძალიან მარტივია.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველო ნამდვილად იქნება ვარსკვლავი მომავალ წლებში და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი განვითარება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელს რეგიონში" ამბობს ანდრიუს კუბილიუსი.

​შეგახსენებთ, რომ 8 მარტის შეთანხმება "მთავარი არხის" ერთ ერთი დამფუძნებლის, გიორგი რურუას პატიმრობიდნ გათავისუფლებას ითვალისწინებს, თუმცა ხელისუფლება ამ პირობას არ ასრულებს. სასამართლომ გიორგი რურუას განაჩენი უკვე გამოუტანა და 30 ივლისს, მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მას ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი