შეტევა მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებებზე, რუსების განადგურებული სამეთაურო პუნქტი და საბრძოლო მასალის საცავი - გენშტაბის განახლებული მონაცემები

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული საკონტროლო ცენტრი და საბრძოლო მასალის საწყობები გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. 

გენშტაბის ბოლო მონაცემებით, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებებზე.

გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში უკრაინულმა ავიაციამ 12 შეტევა განახორციელა. სარაკეტო ქვედანაყოფებმა კი 4 საარტილერიო დარტყმა მიაყენეს ოკუპანტების კონცენტრაციის ადგილებს. 

უკრაინულმა ავიაციამ სწორედ იმ ადგილებს დაარტყა სადაც რუსების სამხედრო პერსონალი, იარაღი და სამხედრო ტექნიკა იყო კონცენტრირებული. შედეგად განადგურდა მტრის სამეთაურო პუნქტი და მტრის საბრძოლო მასალის ორი საცავი

აღსანიშნავია, რომ ოკუპანტებმა შვიდი სარაკეტო და 73 საავიაციო დარტყმა განახორციელეს უკრაინელების წინააღმდეგ. ასევე მრავალჯერადი თავდასხმა მოხდა, უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტების მიმართულებით. ცნობისთვის, ოკუპანტებმა შეტევის დროს 37 ირანული ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი