ანდრეი შევჩენკო უკრაინის პრეზიდენტის დამოუკიდებელ მრჩევლად დაინიშნა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა ლეგენდარული უკრაინელი ფეხბურთელი და მწვრთნელი ანდრეი შევჩენკო დამოუკიდებელ მრჩევლად დანიშნა. 

შესაბამისი ბრძანებულება No589/2023 პრეზიდენტის ვებგვერდზე 2023 წლის 26 სექტემბერს, სამშაბათს გამოჩნდა.

„დანიშნოს ანდრეი მიკოლაევიჩ შევჩენკო უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად (სახელმწიფოს გარეთ)“, - ნათქვამია დოკუმენტში.

აღსანიშნავია, რომ ანდრეი შევჩენკო ასევე გახდა United 24-ის გლობალური პროექტის პირველი ელჩი. United 24 ფონდების მოზიდვის პლატფორმა და უკრაინის მხარდასაჭერად შემოწირულებების შეგროვების მთავარი მექანიზმია, რომელიც სწორედ პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივით შეიქმნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი