თურნავა ვარაუდობს, რომ ფარცხალაძე საქართველოს ბანკებიდან თანხას ვერ გაიტანდა

გამოქვეყნდა:

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ვარაუდობს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე ქართული ბანკებიდან თანხის გატანას ვერ მოახერხებდა.

"მე არ მაქვს უფლება კონკრეტულ კლიენტზე, თუნდაც სანქცირებულ კლიენტი, საჯარო ეთერში რაიმე ვთქვა, მაგრამ მოდით ამ ფორმით ვიტყვი - მე ვვარაუდობ, რომ კომერციული ბანკები ძალიან ფრთხილად მიუდგებოდნენ ამ შემთხვევას. ჩვენ ვალდებულები ვართ ეს ყოველთვის ვამოწმოთ, ეს ჩვენი თვალთახედვის არეში მოხვედრილია. გამგები გაიგებს. მე ვვარაუდობ, რომ ამ კუთხით ალბათ, არანაირი ტრანზაქცია არ მოხდებოდა. არ შემიძლია დაკონკრეტება, იმიტომ რომ ეს არის საბანკო კონფიდენციალურობა და კლიენტის კონფიდენციალურობა. მე არ შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით რაიმე რისკი არ არსებობს და რაიმე რისკი არ დამდგარა." განაცხადა თურნავამ "პალიტრანიუსის" ეთერში.

შეგახსენებთ, ნათია თურნავას მიერ 19 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს ფინანსურ ანგარიშებზე წვდომა აღუდგა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი