ხმაური გმირთა მემორიალთან - ღარიბაშვილი დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს არ გაესაუბრა

გამოქვეყნდა:

საქართველოს უახლესი ისტორიის კიდევ ერთი მძიმე დღე. სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა. ქვეყანა აფხაზეთის ომში დაღუპულებს გლოვობს.  მათი ხსოვნის პატივსაცემად  ყველა სახელმწიფო ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია. 

აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას  30 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა. 

დილიდან გმირთა მემორიალთან ხალხმრავლობაა. დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ მოქალაქეები, პოლიტიკოსები, ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრები. მემორიალთან იმყოფებოდა პრემიერი ღარიბაშვილი, თუმცა მან ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა.

ადგილზე ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. ღარიბაშვილი ახლოს არ მივიდა დაღუპული გმირების ოჯახის წევრებთან, რომლებსაც მასთან გასაუბრება სურდათ.

ამ ადამიანებს მხოლოდ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, კობა კობალაძე გაესაუბრა 
 

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი