კოალიცია "ოცნებასთან" -"ევროპული საქართველო" ივანიშვილთან თანამშრომლობას გამორიცხავს

გამოქვეყნდა:

"ოცნების" უხუცესმა წევრმა საკუთარი მოსაზრება დღეს კორპორატიულ პრინციპებს ამჯობინა. რეზო არველაძე მომავალი კოალიციური მთავრობისვთის უკვე ხმებს ითვლის და მმართველი პარტიის ალბათ ერთადერთი დეპუტატია, რომელიც ღიად არჩევნებში დამარცხებასაც არ გამორიცხავს. სწორედ ამიტომ დღეს აღარ მალავს რომ კოალიციურ გარიგებას ოპოზიციასთან ხედავს, თუმცა ერთი დათქმით - ყველა მინუს "ნაციონალური მოძრაობა" და "ლელო".  ყველასთვის მოულოდნელად, კოალიციის პერსპექტივას ის  "ევროპულ საქართველოსთანაც" ხედავს. 

"ოცნების"  დეპუტატის ამ ხმაურიანმა განცხადებამ დღეს ცივი წყალი გადაასხა მმართველი გუნდის ლიდერებს. გია ვოლსკისთვის საკუთარი თანაგუნდელის გულახდილი  პოზიცია მოულოდნელი აღმოჩნდა, მაგრამ არველაძის კრიტიკას ისევ ოპოზიციის ლანძღვა ამჯობინა. "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი არჩევნებში გამარჯვების  გარდა სხვა ალტერნატივას ვერ ხედავს და ამბობს რომ კოალიციისთვის ბიძინა ივანიშვილის პარტიას ევროპულის აქართველოს  დახმარება არ დასჭირდება.

 მმართველი გუნდის წევრის განცხადებამ, რომ ბოკერიას პარტიასტან კოალიცია შესაძლებელია, დღეს ყველაზე მეტად სწორედ გიგა ბოკერია გააღიზიანა, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ როგორი ტრაგიკულიც  უნდა იყოს არჩევნების შედეგები, ბიძინა ივანიშვილთან გაერთიანება მხოლოდ "ოცნების" ნარატივია და რეალობას მოკლებული  ამბავი.

თემას დღეს "ნაციონალურ მოძრაობაში" საშიში სიგნალი უწოდეს.

 "ქართული ოცნების"  მიერ ე.წ  შავ სიაში შეყვანილი ორი პარტიის - "ნაციონალური მოძრაობისა" და "ლელოს" ლიდერები ამბობენ, რომ ოცნების დეპუტატი ევროპულ საქართველოს შემთხვევით არ ახსენებდნენ.  ოპოზიციის წევრები ფიქრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა შესაძლოა წინასაარჩევნოდ მისი წევრების მსგავსი განცხადებებით ევროპული საქართველო პოლიტიკურ თამაშებში გამოიყენოს.

ნაციონალურ მოძრაობაში არ გამორიცხავენ, რომ ოცნების დეპუტატის სურვილი, იყოს კოალიციაში ევროპულ საქართველოსთან, დავით ბაქრაძის გუშინდელმა განცხადებამ განაპირობა.  ერთ დროს მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელმა ღიად თქვა, რომ მომავალ მთავრობაში მთავარი სამეულის-სააკაშვილ- ადეიშვილ- მერაბიშვილის ადგილი არ არის, თუმცა არ განუმარტავს, რატომ გააერთიანა მოქმედი პოლიტიკური ლიდერი სააკაშვილი, პოლიტიკიდან წასულ ადეიშვილთან და მერაბიშვილთან, არც ის დაუკონკრეტებია, რატომ აქვს მიუღებლობა კონკრეტულად სააკაშვილის მიმართ.

ამავე ინტერვიუში, ბაქრაძემ ისიც განაცხადა, რომ 9 წლიანი მმართველობის განმავლობაში, მთავრობის მიერ დაშვებულ შეცდომებსა თუ დანაშაულებში წვლილი არ მიუძღვის, თუმცა არ განუმარტავს, როგორაა ეს შესაძლებელი იმ პოლიტიკოსის მხრიდან, რომელიც ჯერ საპარლამენტო კომიტეტს ხელმძღვანელობდა, შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროს, ხოლო ბოლო ოთხი წელი ქვეყნის მეორე თანამდებობის პირი იყო და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი ეჭირა - იმ ორგანოს ხელმძღვანელის, ვის კონსტიტუციურ ფუნქციასაც მთავრობის კონტროლი და პასუხის მოთხოვნა ევალება. არაა გამორიცხული, რომ ბაქრაძის სწორედ ეს განცხადებები აღმოჩნდა განსაკუთრებით მომხიბვლელი ქართული ოცნების ყველაზე ხანდაზმული დეპუტატისთვის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი