"რუსთავს ექნება ჰაერის სისუფთავის მართვის გეგმა" - ხელისუფლება რუსთაველებს ეკოლოგიაზე ზრუნვას პირდება

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" რუსთაველებს ეკოლოგიაზე ზრუნვას პირდება. პრემიერ მინისტრმა  რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნინო ლაცაბიძის წარდგენისას პირობა დადო, რომ უახლოეს პერიოდში რუსთავს ჰაერის სისუფთავის მართვის გეგმა ექნება. 

"ჩვენ უკვე განვითარების ისეთ დონეს მივაღწიეთ, რომ სამუშაო ადგილი ნებისმიერ ფასად უკვე აღარ უნდა გვაკმაყოფილებდეს. ყველამ კარგად ვიცით, რა დონის ეკოლოგიური პრობლემებია რუსთავში. 

ამიტომ, რუსთაველების აბსოლუტურად სამართლიანი გაბრაზება იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქის ეკოლოგია არის მისახედი, ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად სერიოზულად იყო აღქმული. ამიტომ, უახლოეს პერიოდში რუსთავს ექნება ჰაერის სისუფთავის მართვის გეგმა. ასეთი გეგმა დღეს მხოლოდ და მხოლოდ თბილისს აქვს“ ამბობს გიორგი გახარია.

მისივე თქმით, განხორციელდება საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც კომპანიებს მოეთხოვებათ ეკოლოგიური ნორმების დაცვა. მუშაობის პროცესი კი გაკონტროლდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი