სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით პრემიერს არ უთქვამს, რომ 40 მილიონს ბიუჯეტიდან გადავიხდით, თქვა რომ ვალი ჩამოეწერებათ - კაკაურიძე

გამოქვეყნდა:

"რაც შეეხება სტუდენტებს, სტუდენტებთან დაკავშირებით პრემიერმინისტრს არ განუცხადებია, რომ ჩვენ გადავიხდით ბიუჯეტიდან სრულად ამ თანხას. პრემიერმა თქვა, რომ სტუდენტებს ჩამოეწერებათ დავალიანება. პრემიერს არ უთქვამს, რომ 40 მილიონ ლარს დავხარჯავთ, პრემიერმა ახსენა, რომ ვალი არის 40 მილიონი ლარი, რომელიც სტუდენტებს ჩამოეწერებათ. რამდენს დავხარჯავთ ზუსტად, ეს გამოჩნდება დაახლოებით 2 თვეში, როდესაც ეს პროცესი დასრულდება. ბიუჯეტიდან დიდი და მნიშვნელოვანი თანხის დამატება აქ საჭირო არ იქნება. განათლების სამინისტრო თავისი რესურსით უზრუნველყოფს ამ თანხების დაფინანსებას. რა თქმა უნდა, 40 მილიონი ლარი არ დაიხარჯება ამაში. [...]

არავის არავინ არ აძალებს, უნივერსიტეტებს თუ არ ენდომებათ, კერძო უნივერსიტეტებზე მაქვს განსაკუთრებით საუბარი, მას შეუძლია თქვას უარი ამაზე, არავინ ამას არ ავალდებულებს, თუმცა ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ის ანაზღაურება, რაც შესთავაზა სამინისტრომ ლოგიკურია და უნივერსიტეტებისთვისაც ეს იქნება მისაღები, რომ სტუდენტებს ჩამოაწერონ ვალები".

განაცხადა პარლამენტში, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ "ევროოპტიმისტების" წევრებთან შეხვედრისას 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი