რეისი A92771- თბილისიდან საიდუმლოდ გაფრენილი სამთავრობო ჯეტას მინსკის ეროვნულ
აეროპორტში დაფრენის დრო - 19:17 წუთი.
რეისზე მყოფი მგზავრები - სავარაუდოდ 8 ადამიანი.
საგანგებო ფრენის შემდეგ მინსკის აეროპორტში აირზენას თვითმფრინავი 50 წუთით ჩერდება და ამის შემდეგ უკან, საქართველოში მოფრინავს. საქართველოს ავიახაზების მიერ თბილისი - მინსკი -თბილისის მიმართულებით შესრულებულ სპეციალურ რეისს ყველა სამთავრობო უწყება. მათ შორის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაც, ვინც ამ კონკრეტული თვითმფრინავით ხშირად გადაადგილდება.
საქართველოს პრეზიდენტს ჯერ კიდევ დილით ჟურნალისტების იმედი ჰქონდა, რომ მგზავრების ვინაობას დაადგენდნენ. ვინ იყო საგანგებო ფრენის დამკვეთი ასაიდუმლოებს კომპანია "აირზენაც" , რომლის მფლობელობაში მყოფმა ჯეტამ ორი რეისი ერთმანეთის მიყოლებით შეასრულა. კოპმპანიის ხელმძღვანელობამ "მთავართან" საუბარი არ ისურვა...
რატომ გახდა საჭირო სპეციალური რეისის ჩანიშვნა მინსკის მიმართულებით მაშინ, როცა ბელარუსი რევოლუციის ზღვარზეა. ვინ წავიდა ან ჩამოვიდა სამთავრობო თვითმფრინავით.
ოფიციალური თბილისი ამ კითხვებზე დუმილს ინფორმაციის გავრცელებიდან 12 საათის განმავლობაში ინარჩუნებდა.
საბოლოოდ, საგარეო უწყებამ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება და შემოგვთავაზა ვერსია, რომ მთავრობამ სპეციალური რეისი საქართველოს ელჩის გამო ჩანიშნა და შვებულებაში გასული ვალერი კვარაცხელია ბელარუსში განვითარებული პროცესების გამო საგანგებოს უკან დააბრუნა.
რატომ მისცა საგარეო უწყებამ ვალერი კვარაცხელიას შვებულებაში გასვლის უფლება გადამწყვეტი არჩევნების წინ 3 დღით ადრე და ვინ იმყოფებოდა საიდუმლო ფრენის დროს საქართველოს ელჩთან ერთად - საგარეო უწყების ვერსია ოპოზიციისთვის არასაკმარისია და გასაიდუმლოებული ფრენის დეტალებზე ხელისუფლების ოპონენტები დამატებით განმარტებებს ითხოვენ.
ჰქონდა თუ არა გააზრებული საქართველოს ხელისუფლებას პროცესების ის შესაძლო განვითარება, რაც ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებას მოჰყვა. მთავრობაში დამატებით კითხვებს დღეს თავს არიდებდნენ, თუმცა, ქართული ოცნების ლიდერების მხრიდან ელჩის და საგარეო უწყების დამცველი არაერთი განცხადება მოვისმინეთ.
ვალერი კვარაცხელია ბელარუსში ყოფილი ელჩის და ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ახლო ნათესავია.