ხმაური იყო ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე. ოპოზიცია მძიმე სოციალურ ფონსა და მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე საუბრობს. "ნაციონალური მოძრაობა" ამბობს, რომ უპერსპექტივობის გამო რეგიონს ასეულობით ადამიანი ტოვებს.
პოლიტიკოსებს კითხვები ჰქონდათ მერთან, თუმცა აღმოჩნდა, რომ ის მივლინებაშია. ენმ-ს წევრებმა მას პოსტერი დაუტოვეს წარწერით - "ქართული ოცნება ქუთაისის მტერია".
"ამ ქალაქში ცხოვრობდა 153 000 ადამიანი და დღეს 120 000-იც არ დარჩა. იმ პარტიის წარმომადგენლები ვართ, რომლებმაც ამ ქალაქში ააშენა პარლამენტი, აღადგინა ბაგრატის ტაძარი და თქვენ დროს ეს ქალაქში დაიქცა. ქუთაისი იცლება. კარგი ცხოვრება რომ არის მაგიტომ მიდის ეს ხალხი?" - უთხრა ენმ-ის დეპუტატმა უმრავლესობის წევრებს.
სხდომა ამ წუთებშიც გრძელდება.