ვინ რამდენ ლარს ხარჯავს წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ რეკლამებში ფეისბუქზე, ეს ვეღარ დაიმალება. ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ უკვე საქართველოშიც აამოქმედა რეკლამების ბიბლიოთეკა.
გვერდზე შევსლა ნებისმიერს შეუძლია. საძიებო სისტემაში პოლიტიკოსის ან პარტიის სახელის ჩაწერით, ყველა დასპონსორებული პოლიტიკური რეკლამის მოძებნაა შესაძლებელი. იმ შემთხვევაში თუ არ იქნება მითითებული ვინ არის დამფინანსებელი, ის ავტომატურად მოიხსნება.
ამ წესების დარღვევის გამო პოლიტიკური რეკლამების ნაწილი უკვე ჩამოღებულია ფეისბუქიდან.
Facebook-ზე არა მხოლოდ პარტიული არამედ ისეთი დასპონსორებული ვიდეოებიც არის, რომელიც მაგალითად პრემიერის როგორც პიროვნების წარმოჩენას ისახავს მიზნად. ხალხის ფულიდან რა თანხას ხარჯავს ხელისუფელბა, ჯერ არ დაუთვლიათ, თuმცა ასეთი ვიდეოების ბიუჯეტის თანხით დაფინანსება კი გაუმართლებელად მიაჩნიათ არასამთავრობოებს.
არასამთავრობოების განმარტებით, წლების განმავლობაში ასევე პრობლემატური იყო ვინ ასპონსორებდა მაგალითად ცრუ გვერდებს ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ. ამიტომ რეკლამების ბიბლიოთეკის ამუშავება ამ მხრივაც მნიშვნლოვანია, რადგან ის ხელს შეუწყობს არა მარტო ასეთი პოსტების შემცირებას, არამედ არჩევნების გამჭირვალობასაც.
ვინ რამდენი ფული დახარჯა სოციალურ ქსელში პოლიტიკური რეკლამისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციები სექტემბრის დასაწყისში დაითვლიან, მანამდე კი, ყველაზე აქტიური Facebook-ში გიორგი ვაშაძეა. "ახალი საქართველოს" ლიდერი ამტკიცებს, რომ მისი ყველა ხარჯი გამჭვირვალეა, თუმცა ამ ფონზეც კი პოლიტიკური ლიდერის ფასიანი სარეკლამო პოსტები ათასობით დოლარს სცდება.
Facebook-ზე თითქმის ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს დაწყებული საარჩევნო აქტივობა. როგორც გაირკვა, სავალდებულო დეკლარირების ამოქმედების დროს მცირე გამონაკლისის გარდა უმეტესობას არ ჰქონდა მითითებული სპონსორის შესახებ ინფორმაცია.
საარჩევნოდ ფინანსების გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საუბრობენ ოპოზიციაში. მათი შეფასებით, ერთადერთი ხელისუფლებაა ვისაც არ აწყობს ღია და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია მათი დაფინანსების შესახებ.
"სამართლიამნი არჩევნების" შეფასებით, რეკლამების ბიბლიოთეკის ამოქმედების შემდეგ, შედარებით იკლო ოპოზიციის საწინააღმდეგო, ანონიმური დისკრედიტაციული კამპანიის გვერდების დასპონსორებამ, რადგან ასეთი აქტივობების განთავსების დროს ფეისბუქი ითხოვს დამფინანსებლის მითითებას. თუ პარტიის შემოსავალსა და ხარჯებს შორის შეუსაბამობა გამოვლინდა, ფინანსების შესწავლა სახელწმიფო აუდიტმა უნდა დაიწყოს. ვინ რამდენს ხარჯავს სოციალურ ქსელში განთვსებულ პოლიტკურ რეკლამებში ამას თავად Facebook ერთ თვეში გამოქვეყნებს.