როგორც ჩანს, სავალუტო ფონდსაც აქვს პრობლემები ამჟამინდელი მთავრობის გადაწყვეტილებებზე - კრამონი პროგრამის შეჩერებაზე

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში სავალუტო ფონდის პროგრამის შეჩერებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ არა მხოლოდ ევროკომისია და ევროპარლამენტი, არამედ IMF-იც უკმაყოფილოა მთავრობის გადაწყვეტილებებით. 

"არა მხოლოდ ევროკომისია და ევროპარლამენტი არ არიან კმაყოფილი საქართველოს მთავრობის პროგრესით რეფორმებში,  როგორც ჩანს, სავალუტო ფონდსაც აქვს პრობლემები ამჟამინდელი მთავრობის ზოგიერთ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით", - წერს კრამონი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 17 ივლისს ცნობილი გახდა,რ ომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) საქართველოს ფინანსური მხარდაჭერის პროგრამის მიმოხილვა შეჩერდა. მათი ცნობით, შეჩერების მიზეზი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებული უთანხმოება გახდა.

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ "პალიტრანიუსის" ეთერში დაადასტურა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა შეჩერებულია.

"საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიციირებულ ცვლილებებს სავალუტო ფონდი თავიდანვე აკრიტიკებდა. ფონდი ასევე მიიჩნევდა, რომ საკითხზე პარლამენტს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო არ უნდა დაეძლია. IMF-მა მიუთითა, რომ პროცესები სებ-ის დამოუკიდებლობას და სანდოობას აზიანებდა, თუმცა სავალუტო ფონდის მოწოდების მიუხედავად, პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია. საბოლოოდ კი, სებ-ში "ქართული ოცნების" ინიციატივით შექმნილ პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ნათია თურნავა დაინიშნა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი