რუსეთი ქართველთა გენოციდის ჩამდენი სახელმწიფოა - პარლამენტთან ღონისძიება გაიმართა

გამოქვეყნდა:

27 სექტემბერს, პარლამენტის წინ "ევროპული საქართველოსა" და "თავისუფლების ინსტიტუტის" ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა.

საზოგადოებას ორგანიზატორება ქართველთა გენოციდის მტკიცებულებები წარუდგინეს და გენოციდში უშუალოდ მონაწილე რუსი სამხედროების შესახებ ინფორმაცია გააცნეს.

"აფხაზეთში მოხდა კაცობრიობის წინაშე დანაშაული, ქართველთა გენოციდი დააორგანიზა რუსეთმა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი საშინელება მოხდა, სამწუხაროდ, ისე დალაგდა სტატუს კვო საერთაშორისო მდგომარეობა, ქვეყნის შიგნით, საქართველოს მდგომარეობა, რომ ეს მსხვერპლი თითქოს დაივიწყეს. რუსეთი ბევრი წლის განმავლობაში განხილული იყო როგორც მომრიგებელი და მშვიდობისმყოფელი მისიით იყო თავის მიერ მოწყობილი გენოციდის ადგილას", - ამბობს თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი, სალომე ხვადაგიანი.

ორგანიზატორების თქმით, საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს მორალური და სამოქალაქო პასუხისმგებლობა, გენოციდად ვცნოთ ქართველების მიმართ რუსეთის მიერ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ვაღიაროთ და მივიღოთ ჩვენი თანამოქალაქეების ისტორიული სიმართლე და გადავდგათ ნაბიჯი 30 წლის განმავლობაში უგულებელყოფითა და გულგრილობით გამოწვეული გაუცხოების აღმოსაფხვრელად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი