რუსების მიერ გაშვებული "შაჰიდის" ტიპის 44 დრონიდან 34 გავანადგურეთ – უკრაინა

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალები ცნობით, 28 სექტემბრის ღამეს რუსების მიერ გაშვებული 44 "შაჰიდის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატიდან 34 გაანადგურეს. გარდა ამისა, უწყება ამბობს, რომ გასულ დღეს, 27 სექტემბერს, განადგურდა ოპერატიულ-ტაქტიკური დონის 6 სადაზვერვო დრონი.

უკრაინის სამხრეთის სარდლობის პრესმდივანმა განაცხადა, რომ 28 სექტემბერს საჰაერო თავდაცვა მუშაობდა პრაქტიკულად მთელი სამხრეთის მიმართულებით - როგორც ოდესის რეგიონში, ასევე ნიკოლაევის რეგიონში და ცენტრალურ რეგიონებში.

28 სექტემბრის ღამეს, სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში გამოცხადდა საჰაერო თავდასხმის გაფრთხილება რომელიც დილის 3:30 საათამდე გაგრძელდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი