რუსეთი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში დაბრუნებას ცდილობს

გამოქვეყნდა:

რუსეთი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში დაბრუნებას ცდილობს. ქვეყანა გაეროს ვებ-გვერზე იმ ქვეყანათა ჩამონათვალშია, რომლებსაც საბჭოს წევრობა სურთ 2024-2026 წლებში. საკითხზე კენჭისყრა 10 ოქტომბერს გაიმართება.

რუსეთი საბჭოდან 2022 წლის აპრილის შემდეგ, 18 თვეა გარიცხულია უკრაინაში ომის გამო.

პოზიციის დოკუმენტში, რომელსაც რუსეთი უგზავნის გაეროს წევრებს მხარდაჭერის მოსაპოვებლად, ნათქვამია, რომ მოსკოვისთვის "მნიშვნელოვანია აღკვეთოს ადამიანის უფლებათა საბჭოს ინსტრუმენტად გადაქცევის მზარდი ტენდენცია, რომელიც ემსახურება ქვეყნების ერთი ჯგუფის პოლიტიკურ ნებას, დასაჯოს არალოიალური მთავრობები მათი დამოუკიდებელი შიდა და გარე პოლიტიკისთვის".

რუსეთს უკრაინაში ომის დროს ადამიანის უფლებათა დარღვევის არაერთ შემთხვევაში ადანაშაულებენ. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციის სავარაუდო სქემის გამო ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერიც გასცა. 

წევრი ქვეყნების ნაწილი, მათ შორის შეერთებული შტატები, რუსეთისთვის წევრობის აღდგენის წინააღმდეგია.

"რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმები და ჩაიდინა დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ უკრაინაში, ისევე როგორც რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევა, მათ შორის იმ რუსების თვითნებური დაპატიმრებებით, რომლებიც ცდილობდნენ გამოიყენონ გამოხატვის თავისუფლება პუტინის სასტიკი ომის დაგმობის მიზნით", - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელმა გაეროს უფლებათა საბჭოში.

ადამიანის უფლებათა საბჭოს კომისიამ განაცხადა, რომ "არსებობს არაერთი მტკიცებულება იმისა, რომ რუსული ძალები სჩადიან სამხედრო დანაშაულებს უკრაინაში".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი